თარგმანი: თავ საკიდურთა იქმნა უფალი ჩუენი, ვითარცა ყოვლისა მპყრობელი და შემაერთებელი ზეცისათა და ქუეყანისათაჲ, ჰურიათა და წარმართთაჲ, და ამას წინაჲსწარმეტყუელებასა ჟამიერად შემოართუამს მოციქული უგუნურთა მათ მაშენებელთა, რაჲთა თჳთ მოიჴსენონ შემდგომისა სიტყჳსა საზარელებაჲ, ვითარმედ: "რომელსა ზედა დაეცეს ლოდი იგი, მყის სახედ მტუერისა დაამწულილებს და განანქრევს მას" ().
მოციქულთა საქმეები 4:11
10. დაე, იცოდეს ყველა თქვენგანმა და მთელი ისრაელის ხალხმა, რომ ის მრთელი დგას თქვენს წინაშე იესო ქრისტე ნაზორეველის სახელით, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით და ღმერთმა კი აღადგინა მკვდრეთით.11. ეს არის ქვა, რომელიც დაიწუნეთ თქვენ, მშენებლებმა, მაგრამ კუთხის თავად დაიდვა.12. სხვის მიერ არვისგანაა ხსნა და არც კაცთათვის მიცემული სხვა სახელია ცის ქვეშ, ვისი წყალობითაც ვიხსნიდით თავს.
მოციქულთა საქმეები თავი 4