თარგმანი: განიკითხვოდა რაჲ კაიაფაჲსგან მჴსნელი ჩუენი, ორნი ესე ოდენ იყვნეს მოწაფეთაგანნი მის თანა. ამისთჳს იცნობდეს მათ და დაუკჳრდა, რამეთუ პირველიცა, უსწავლელობაჲ მათი უწყოდეს და თჳთ ჟამსა მას იხილეს პეტრე მჴევლისა ერთისა მიმართ მოშიშ სიტყჳს-გებასა. ხოლო აწ წინაშე ესოდენთა მათ მთავართა, ვითარ სახედ მახჳლისა ორპირისა მკუეთელობდა, არა სიტყჳთა ცუდითა, რამეთუ არს მეტყუელებაჲ სოფლიოთაჲ ცუდითა რაჲთმე მომზრახობითა, და არს კუალად გულისჴმის-ყოფაჲ უწიგნოთაჲ, რომელთა-იგი, დაღაცათუ რაჲმე გულისჴმა-ყვიან გონებითა, ვერ გამოთქჳან ენითა. ხოლო პეტრე, მსოფლიოჲ და უწიგნოჲ, ფრიად-რაჲმე ჰმატს გულისჴმის-ყოფითა ფილოსოფოსთა, ხოლო სიტყჳს-გებითა სიტყუა-მზა არს უფროჲს ყოველთა რიტორთა.
მოციქულთა საქმეები 4:13
12. სხვის მიერ არვისგანაა ხსნა და არც კაცთათვის მიცემული სხვა სახელია ცის ქვეშ, ვისი წყალობითაც ვიხსნიდით თავს.13. პეტრესა და იოანეს სიმტკიცის შემყურენი ხვდებოდნენ, რომ უწიგნური და უბირი კაცნი არიან, მაგრამ განცვიფრებულნი იმას კი აღიარებდნენ, რომ ისინი მართლაც თან ახლდნენ იესოს.14. ხოლო მათთან მდგომარე განკურნებულ კაცს რომ ხედავდნენ, აღარ შეეძლოთ ცილობა.
მოციქულთა საქმეები თავი 4