მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 4:17

16. ამბობდნენ: რა ვუყოთ ამ ხალხს? რადგანაც იერუსალიმის ყველა მკვიდრისთვის ცხადი შეიქნა, რომ მათი ხელით მოხდა ეს აშკარა სასწაული, და ჩვენ ვერ უარვყოფთ ამას.17. მაგრამ უფრო მეტი მითქმა-მოთქმა რომ არ ატყდეს ხალხში, მუქარით ავუკრძალოთ მათ, კაციშვილს აღარ ელაპარაკონ ამ სახელით.18. მოუხმეს და უბრძანეს მათ, ამიერიდან აღარ ელაპარაკათ და აღარც ესწავლებინათ იესოს სახელით.
მოციქულთა საქმეები თავი 4
17. მაგრამ უფრო მეტი მითქმა-მოთქმა რომ არ ატყდეს ხალხში, მუქარით ავუკრძალოთ მათ, კაციშვილს აღარ ელაპარაკონ ამ სახელით.
თავი დ̂. განკურნებისათჳს შობითგან მკელობელისა და სწავლისათჳს ერისა პეტრეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
იტყოდეს ურთიერთას და თქუეს: რაჲ-მე უყოთ კაცთა ამათ, რამეთუ სასწაული განცხადებული იქმნა მათ მიერ, ყოველთა შორის მკჳდრთა იერუსალემისათა. ჩანს და ვერ ჴელ-გუეწიფების უარის-ყოფად; არამედ რაჲთა არა უფროჲს განითქუას ერსა შორის, შინებით უთქუმიდეთ მათ, რაჲთა არა უთხრობდენ სახელითა ამით არავის კაცსა. (4,15-17).:

თარგმანი: იხილენ პყრობილნი მძლენი შემპყრობელთანი და ცხად მყოფელნი, ვითარმედ ყოველსავე ზედა სძლევენ განმაძლიერებელისა მათისა ქრისტეს მიერ, რომელთათჳს უღონო ქმნილნი მსაჯულნი შინებით აშინებენ მათ, ვითარცა ყრმათა მცირეთა და უსრულთა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის