თარგმანი: ყოველნივე ესე სიტყუანი წინა-აღმდგომთა მიერისა შინებისანი გარე-მიაქცინეს მოციქულთა, ვითარცა კლდემან ღელვანი ზღჳსანი, და მასვე ზედა დამტკიცებულთა აღიარეს, ვითარმედ შეუძლებელ არს მათგან დადუმებაჲ თუალით ხილულისაჲ, არცა კაცთა მორჩილებისა ძლით ურჩებაჲ მისი, რომელმან ჰრქუა: ყოველი, რომელი გარქუ ბნელსა შინა, თქუთ ნათელსა შინა, და რომელი გესმა საუნჯეთა შინა, ქადაგებდით ერდოთა ზედა, და შემდგომი ამისი. გარნა ეგრეთცა ვინაჲთგან არა აქუნდა მიზეზი რაჲმე და უფროჲსღა ეშინოდა ერისა მისგან სასწაულსა მას ზედა განკჳრვებულისა, ამისთჳს განუტევნეს მოციქულნი მსაჯულთა მათ მაშინებელთა ოდენ და ვერ ჴელ-მყოფელთა ტანჯვადცა.
მოციქულთა საქმეები 4:18
17. მაგრამ უფრო მეტი მითქმა-მოთქმა რომ არ ატყდეს ხალხში, მუქარით ავუკრძალოთ მათ, კაციშვილს აღარ ელაპარაკონ ამ სახელით.18. მოუხმეს და უბრძანეს მათ, ამიერიდან აღარ ელაპარაკათ და აღარც ესწავლებინათ იესოს სახელით.19. ხოლო პეტრემ და იოანემ მიუგეს მათ და უთხრეს: თავად განსაჯეთ, რამდენად მართებულია ღვთის წინაშე, რომ უფრო მეტად თქვენ გისმინოთ, ვიდრე ღმერთს.
მოციქულთა საქმეები თავი 4