მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 4:21

20. არ შეგვიძლია არა ვთქვათ ის, რაც გვიხილავს და გვსმენია.21. ხოლო მათ მუქარით გაუშვეს ისინი, ვინაიდან ხალხის შიშით ვერ შესძლეს მათი დასჯა; რადგანაც ყველა ადიდებდა ღმერთს იმის გამო, რაც მოხდა.22. ვინაიდან ორმოც წელს გადაცილებული იყო ის კაცი, ვისზედაც მოხდა განკურნების ეს სასწაული.
მოციქულთა საქმეები თავი 4
21. ხოლო მათ მუქარით გაუშვეს ისინი, ვინაიდან ხალხის შიშით ვერ შესძლეს მათი დასჯა; რადგანაც ყველა ადიდებდა ღმერთს იმის გამო, რაც მოხდა.
თავი დ̂. განკურნებისათჳს შობითგან მკელობელისა და სწავლისათჳს ერისა პეტრეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და მოუწოდეს მათ და ამცნეს ყოვლითურთ არა-სიტყუად, არცა სწავლად სახელითა იესუჲსითა. ხოლო პეტრე და იოვანე მიუგეს და ჰრქუეს მათ: უკუეთუ სამართალ არს წინაშე ღმრთისა თქუენი სმენაჲ უფროჲს ანუ ღმრთისაჲ, საჯეთ. რამეთუ ჩუენ ვერ ჴელ-გუეწიფების, რომელი-იგი გუესმა და ვიხილეთ, ვითარმცა არა ვიტყოდეთ, ხოლო იგინი ამას ზედა უთქუმიდეს-ვე და განუტევნეს, რამეთუ ვერ ჰპოებდეს ვითარცა ტანჯნეს იგინი ერისა მისთჳს, რამეთუ ყოველნი ადიდებდეს ღმერთსა საქმისა მისთჳს. რამეთუ უმეტეს ორმეოცისა წლისა იყო კაცი იგი, რომელსა ზედა იქმნა სასწაული ესე კურნებისაჲ. (4,18-22).:

თარგმანი: ყოველნივე ესე სიტყუანი წინა-აღმდგომთა მიერისა შინებისანი გარე-მიაქცინეს მოციქულთა, ვითარცა კლდემან ღელვანი ზღჳსანი, და მასვე ზედა დამტკიცებულთა აღიარეს, ვითარმედ შეუძლებელ არს მათგან დადუმებაჲ თუალით ხილულისაჲ, არცა კაცთა მორჩილებისა ძლით ურჩებაჲ მისი, რომელმან ჰრქუა: ყოველი, რომელი გარქუ ბნელსა შინა, თქუთ ნათელსა შინა, და რომელი გესმა საუნჯეთა შინა, ქადაგებდით ერდოთა ზედა, და შემდგომი ამისი. გარნა ეგრეთცა ვინაჲთგან არა აქუნდა მიზეზი რაჲმე და უფროჲსღა ეშინოდა ერისა მისგან სასწაულსა მას ზედა განკჳრვებულისა, ამისთჳს განუტევნეს მოციქულნი მსაჯულთა მათ მაშინებელთა ოდენ და ვერ ჴელ-მყოფელთა ტანჯვადცა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის