თარგმანი: ყოველნივე ესე სიტყუანი წინა-აღმდგომთა მიერისა შინებისანი გარე-მიაქცინეს მოციქულთა, ვითარცა კლდემან ღელვანი ზღჳსანი, და მასვე ზედა დამტკიცებულთა აღიარეს, ვითარმედ შეუძლებელ არს მათგან დადუმებაჲ თუალით ხილულისაჲ, არცა კაცთა მორჩილებისა ძლით ურჩებაჲ მისი, რომელმან ჰრქუა: ყოველი, რომელი გარქუ ბნელსა შინა, თქუთ ნათელსა შინა, და რომელი გესმა საუნჯეთა შინა, ქადაგებდით ერდოთა ზედა, და შემდგომი ამისი. გარნა ეგრეთცა ვინაჲთგან არა აქუნდა მიზეზი რაჲმე და უფროჲსღა ეშინოდა ერისა მისგან სასწაულსა მას ზედა განკჳრვებულისა, ამისთჳს განუტევნეს მოციქულნი მსაჯულთა მათ მაშინებელთა ოდენ და ვერ ჴელ-მყოფელთა ტანჯვადცა.
მოციქულთა საქმეები 4:22
21. ხოლო მათ მუქარით გაუშვეს ისინი, ვინაიდან ხალხის შიშით ვერ შესძლეს მათი დასჯა; რადგანაც ყველა ადიდებდა ღმერთს იმის გამო, რაც მოხდა.22. ვინაიდან ორმოც წელს გადაცილებული იყო ის კაცი, ვისზედაც მოხდა განკურნების ეს სასწაული.23. განთავისუფლებულნი თავისიანებთან მივიდნენ და უამბეს ყველაფერი, რაც მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა უთხრეს მათ.
მოციქულთა საქმეები თავი 4