მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 4:26

25. ჩვენი მამისა და შენი მსახურის დავითის პირით რომ თქვი სული წმიდის მიერ: „რატომ აზავთდნენ წარმართნი და ხალხებმა იზრახეს ფუჭი?26. აღიძრნენ ქვეყნის მეფენი და შემოკრბნენ მთავარნი უფლისა და მისი ქრისტეს სამტროდ“.27. ვინაიდან მართლაც შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმიდა მსახურის, შენს მიერ ცხებული იესოს სამტროდ ჰეროდე და პონტიუს პილატე, წარმართებსა და ისრაელის ხალხთან ერთად.
მოციქულთა საქმეები თავი 4
26. აღიძრნენ ქვეყნის მეფენი და შემოკრბნენ მთავარნი უფლისა და მისი ქრისტეს სამტროდ“.
თავი დ̂. განკურნებისათჳს შობითგან მკელობელისა და სწავლისათჳს ერისა პეტრეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
უფალო ღმერთო, შენ ხარ, რომელმან ჰქმენ ცანი და ქუეყანაჲ და ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მათ შინა, რომელმან მამისა ჩუენისა დავით მონისა შენისა პირითა სთქუ სულისა მიერ წმიდისა: რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი? მოვიდეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს (4,24-26).:

თარგმანი: ვინაჲთგან იპოვნეს ვინმე მწვალებელთაგანნი, რომელთა თქუეს, ვითარმედ: სხუაჲ არს სოფლის შემოქმედი ღმერთი და სხუაჲ არს მამაჲ ქრისტესი; ამას წინაჲთვე დაჰჴსნის ჴმაჲ ეკლესიისა მის პირველისა და დასაბამისაჲ ყოველთა ეკლესიათა მორწმუნეთაჲსაჲ, სადა-იგი მაშინ შეკრებულ იყვნეს მოციქულნი და ჴმობდეს უფალსა ღმერთსა შემოქმედად ყოველთა დაბადებულთა და ძედ მისსა — უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომლისათჳს თქუმულსა წინაჲსწარმეტყუელებასა დავითის მიერ შემოიღებენ აღძრვისათჳს წარმართთა და მეფეთაჲსა, რომელნი შეკრბეს უფლისათჳს მამისა, ვინაჲთგან მხოლოდშობილსა ძესა მისსა ზედა ბოროტებდეს, რომელსა-იგი უკუანაჲსკნელთა ჟამთა ბუნებისათჳს ჴორცთაჲსა სცხო მამამან საცხებელი სიხარულისაჲ, რომელ არს სული წმიდაჲ და ცხოველსმყოფელი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის