მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 4:27

26. აღიძრნენ ქვეყნის მეფენი და შემოკრბნენ მთავარნი უფლისა და მისი ქრისტეს სამტროდ“.27. ვინაიდან მართლაც შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმიდა მსახურის, შენს მიერ ცხებული იესოს სამტროდ ჰეროდე და პონტიუს პილატე, წარმართებსა და ისრაელის ხალხთან ერთად.28. რათა ექმნათ ის, რისი ქმნაც წინასწარ დაადგინა შენმა ზრახვამ და ხელმა.
მოციქულთა საქმეები თავი 4
27. ვინაიდან მართლაც შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმიდა მსახურის, შენს მიერ ცხებული იესოს სამტროდ ჰეროდე და პონტიუს პილატე, წარმართებსა და ისრაელის ხალხთან ერთად.
თავი დ̂. განკურნებისათჳს შობითგან მკელობელისა და სწავლისათჳს ერისა პეტრეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
რამეთუ შეკრბეს ჭეშმარიტად ქალაქსა ამას წმიდასა, ძესა შენსა ზედა იესუს, რომელსა შენ სცხე, ჰეროდე და პონტიელი პილატე თესლებითურთ ერისა თანა ისრაელისა საქმედ, რაოდენი ჴელმან შენმან და ზრახვამან შენმან წინაჲსწარ განაჩინა ყოფად (4,27-28).:

თარგმანი: ხუთ იყვნეს ქრისტეს ზედა შეკრებულნი მეფენი და მთავარნი: ეშმაკი და სიკუდილი და ცოდვაჲ, და ჰეროდე და პილატე. ხოლო თესლებ — ჰრომაელნი და ბერძენნი ერისა თანა ისრაელისა, არამედ ვერარაჲ შეუძლეს თჳნიერ მისსა, რომელი წინაგანსაზღვრებულ იყო ყოფად საუკუნითგანითა წინაჲსწარ ცნობითა და განზრახვითა ღმრთისა.ითა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის