მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 4:31

30. როცა გაიწვდი შენს ხელს განსაკურნავად და ნიშებისა და სასწაულების მოსახდენად შენი წმიდა მსახურის იესოს სახელით.31. როცა ილოცეს, შეიძრა ის ადგილი, სადაც შეკრებილიყვნენ, და ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და იტყოდნენ ღვთის სიტყვას დაუფარავად.32. ხოლო მორწმუნეთა სიმრავლეს ერთი გული ჰქონდა და ერთი სული, და არავინ იტყოდა საკუთარ ქონებას თავისად, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ.
მოციქულთა საქმეები თავი 4
31. როცა ილოცეს, შეიძრა ის ადგილი, სადაც შეკრებილიყვნენ, და ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და იტყოდნენ ღვთის სიტყვას დაუფარავად.
თავი დ̂. განკურნებისათჳს შობითგან მკელობელისა და სწავლისათჳს ერისა პეტრეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ლოცვასა მათსა შეიძრა ადგილი იგი, სადა იყვნეს შეკრებულ და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იტყოდეს სიტყუასა მას ღმრთისასა განცხადებულად (4,31).:

თარგმანი: ვინაჲთგან დასაბამიღა იყო სარწმუნოებისაჲ, ამისთჳს ხილული იგი იქმნა სასწაული ძრვისაჲ, რომელი არს საცნაურ-მყოფელ მოხედვისა ღმრთისა, შემაძრწუნებელად ურწმუნოთა და განმაძლიერებელად მორწმუნეთა, რამეთუ ძრვაჲ ოდესმე რისხვისა, ხოლო ოდესმე წყალობისა ღმრთისა სასწაული არს. ხოლო აღვსებად სულითა წმიდითა უწოდს მჴურვალებასა მას უშიშისა კადნიერებისა მათისასა, რომელი შეემატა სიტყუად საღმრთოჲსა მის ქადაგებისა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის