მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 4:30

29. ახლა კი, უფალო, დაჰხედე მათ მუქარას და მიეცი შენს მონებს იმისი ძალა, რომ მთელი სიმტკიცით იქადაგონ შენი სიტყვა,30. როცა გაიწვდი შენს ხელს განსაკურნავად და ნიშებისა და სასწაულების მოსახდენად შენი წმიდა მსახურის იესოს სახელით.31. როცა ილოცეს, შეიძრა ის ადგილი, სადაც შეკრებილიყვნენ, და ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და იტყოდნენ ღვთის სიტყვას დაუფარავად.
მოციქულთა საქმეები თავი 4
30. როცა გაიწვდი შენს ხელს განსაკურნავად და ნიშებისა და სასწაულების მოსახდენად შენი წმიდა მსახურის იესოს სახელით.
თავი დ̂. განკურნებისათჳს შობითგან მკელობელისა და სწავლისათჳს ერისა პეტრეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და აწცა, უფალო, მოჰხედენ თქუმასა ამას მათსა ზედა და მოეც მონათა შენთა ყოვლითა განცხადებულებითა სიტყუად სიტყჳსა შენისა, განრთხმად ჴელი შენი კურნებად და სასწაულებსა და ნიშებსა ყოფად სახელითა წმიდისა ძისა შენისა იესუჲსითა (4,29-30).:

თარგმანი: იხილე სიმშჳდე ჭეშმარიტთა მლოცველთაჲ, ვითარ შინებათა წინა-უყოფენ ღმერთსა, ხოლო მაშინებელთათჳს არა მწყევარ არიან, არამედ საღმრთოჲსა ქადაგებისა წარმართებასა ითხოვენ, და რაჲთა ნიშებითა და სასწაულებითა უმრავლესნი სულნი მოაქცინენ სარწმუნოებად ქრისტესსა.

ფსალმუნი 140-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...როგორ და რა სახით? მზაკვრების მოკვლით, მათი მოსპობითა და სრული დაღუპვისთვის გადაცემით? არავითარ შემთხვევაში. მაშ როგორ? „სასწაულებისა და ნიშებისა ყოფად სახელითა წმიდისა ძისა შენისა იესუჲსითა“ (). ხედავ ლოცვას, სიბრძნისმოყვარეობით სავსეს, რომელიც ამდენი საშინელების შემდეგაც მტრებისთვის არავითარ სასჯელს არ ითხოვს?

ასე მოიქცნენ მოციქულები, როცა ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ და სუნთქავდნენ; სტეფანე კი, როცა ამქვეყნიურ ცხოვრებას უნდა მოწყვეტოდა, თავისი ჩამქოლავებისა და მკვლელებისთვის არა მხოლოდ რაიმე ბოროტს არ ითხოვდა, არამედ ლოცვით ცდილობდა, ამ ცოდვის გამო მოწეული რისხვისგან გამოეხსნა ისინი, და ამბობდა: „ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას“ (). მაშ, რა პატიების ღირსნი იქნებიან, რა გამართლებისა, ისინი, ვინც მტრების წინააღმდეგ ლოცულობენ? და როგორ შეისმინება ასეთი ლოცვა, როცა იგი ღვთის კანონების საწინააღმდეგოდ აღევლინება?...

სრულად ნახვა