მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 5:12

11. თავზარი დაეცა მთელ ეკლესიას და ყველას, ვინც მოისმინა ეს.12. ხოლო მოციქულთა ხელით მრავალი ნიში და სასწაული ხდებოდა ხალხში. და ყველანი ერთად იყვნენ სოლომონის ბჭესთან.13. დანარჩენთაგან ვერავინ ბედავდა მათ გაკარებას, ხალხი კი აქებდა მათ.
მოციქულთა საქმეები თავი 5
12. ხოლო მოციქულთა ხელით მრავალი ნიში და სასწაული ხდებოდა ხალხში. და ყველანი ერთად იყვნენ სოლომონის ბჭესთან.
თავი ე̂. ერთ-სულისა და ზოგადისა ზიარებისათჳს მორწმუნეთაჲსა და სიკუდილისათჳს ანანიაჲსსა და საპფირაჲსსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო ჴელითა მოციქულთაჲთა იქმნებოდა სასწაულები და ნიშები მრავალი ერსა შორის, და იყვნეს ყოველნი ერთბამად სტოვასა მას სოლომონისსა, ხოლო სხუათა მათ ვერვის ძალ-ედვა შეხებად მათდა, რამეთუ ადიდებდა მათ ერი იგი (5,12-13).:

თარგმანი: რაჲთა არა დაგიკჳრდეს, ვითარმედ: ვითარ უტევნეს მოციქულნი ჰურიათა დატევებად სახლთა მათთა და მოწფებითურთ ერთბამად ყოფად სახელ-განთქუმულსა მას სტოვასა, რომელი-იგი მხოლოჲ დაშთომილ იყო სოლომონის შენებულისაგანი დიდისა მისგან ტაძრისა. ამისთჳს პირველვე იტყჳს, ვითარმედ: შემდგომად ყოველთა შეძრწუნებისა უმრავლესთა სასწაულთა ჰყოფდეს მოციქულნი და მათ ძლით კუალად უმეტეს ადიდებდა მათ ერი იგი, ვიდრეღა ვერვის სხუასა ძალ-ედვა აღრევად მათ თანა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის