თარგმანი: რაჲთა არა დაგიკჳრდეს, ვითარმედ: ვითარ უტევნეს მოციქულნი ჰურიათა დატევებად სახლთა მათთა და მოწფებითურთ ერთბამად ყოფად სახელ-განთქუმულსა მას სტოვასა, რომელი-იგი მხოლოჲ დაშთომილ იყო სოლომონის შენებულისაგანი დიდისა მისგან ტაძრისა. ამისთჳს პირველვე იტყჳს, ვითარმედ: შემდგომად ყოველთა შეძრწუნებისა უმრავლესთა სასწაულთა ჰყოფდეს მოციქულნი და მათ ძლით კუალად უმეტეს ადიდებდა მათ ერი იგი, ვიდრეღა ვერვის სხუასა ძალ-ედვა აღრევად მათ თანა.
მოციქულთა საქმეები 5:13
12. ხოლო მოციქულთა ხელით მრავალი ნიში და სასწაული ხდებოდა ხალხში. და ყველანი ერთად იყვნენ სოლომონის ბჭესთან.13. დანარჩენთაგან ვერავინ ბედავდა მათ გაკარებას, ხალხი კი აქებდა მათ.14. და სულ უფრო მეტი მორწმუნე ემატებოდა უფალს, სიმრავლე კაცთა და ქალთა.
მოციქულთა საქმეები თავი 5