თარგმანი: ზოგად ნუგეშინისცემისათჳს მოციქულთაჲსა და სარგებელისათჳს ჰურიათაჲსა იქმნა ანგელოზისა მიერ გამოყვანებაჲ მოციქულთაჲ საპყრობილით, რაჲთა იგინი კადნიერებით ქადაგებდენ, ხოლო ესენი არღარა ჴელ-ჰყოფდენ დაყენებად ქადაგებასა მათსა, ამისთჳს ანგელოზი არა სივლტოლად და დამალვად, არამედ მისლვად და დგომად აწუევს და ქადაგებად ტაძარსა შინა, რომელცა-იგი ყვეს აღვსებულთა უმეტესითა კადნიერებითა.
მოციქულთა საქმეები 5:19
18. ხელი დაადეს მოციქულებს და საჯარო საპყრობილეში ჩაყარეს.19. მაგრამ უფლის ანგელოზმა ღამით გააღო საპყრობილის კარი, გამოიყვანა ისინი და უთხრა:20. წადით, დადექით ტაძარში და უქადაგეთ ხალხს ამ სიცოცხლის ყოველი სიტყვა.
მოციქულთა საქმეები თავი 5