თარგმანი: ზოგად ნუგეშინისცემისათჳს მოციქულთაჲსა და სარგებელისათჳს ჰურიათაჲსა იქმნა ანგელოზისა მიერ გამოყვანებაჲ მოციქულთაჲ საპყრობილით, რაჲთა იგინი კადნიერებით ქადაგებდენ, ხოლო ესენი არღარა ჴელ-ჰყოფდენ დაყენებად ქადაგებასა მათსა, ამისთჳს ანგელოზი არა სივლტოლად და დამალვად, არამედ მისლვად და დგომად აწუევს და ქადაგებად ტაძარსა შინა, რომელცა-იგი ყვეს აღვსებულთა უმეტესითა კადნიერებითა.
მოციქულთა საქმეები 5:20
19. მაგრამ უფლის ანგელოზმა ღამით გააღო საპყრობილის კარი, გამოიყვანა ისინი და უთხრა:20. წადით, დადექით ტაძარში და უქადაგეთ ხალხს ამ სიცოცხლის ყოველი სიტყვა.21. ეს რომ მოისმინეს, დილით შევიდნენ ტაძარში და ასწავლიდნენ. ხოლო ამასობაში მოვიდნენ მღვდელმთავარი და მისი თანამდგომნი, შეკრიბეს სინედრიონი და უხუცესნი ისრაელის ძეთაგან, და მოციქულთა მოსაყვანად მსახურები გაგზავნეს საპყრობილეში.
მოციქულთა საქმეები თავი 5