მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 5:2

1. ხოლო ერთმა კაცმა, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან - საფირასთან ერთად გაყიდა ყანა,2. ცოლის თანხმობით, დამალა ფასი, მხოლოდ ნაწილი მიიტანა და მოციქულებს ფერხთით დაუდო.3. მაგრამ პეტრემ თქვა: ანანია, რატომ აღავსო სატანამ შენი გული, რომ გეცრუა სული წმიდის მიმართ და დაგემალა ყანის ფასი?
მოციქულთა საქმეები თავი 5
2. ცოლის თანხმობით, დამალა ფასი, მხოლოდ ნაწილი მიიტანა და მოციქულებს ფერხთით დაუდო.
თავი ე̂. ერთ-სულისა და ზოგადისა ზიარებისათჳს მორწმუნეთაჲსა და სიკუდილისათჳს ანანიაჲსსა და საპფირაჲსსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
კაცი ვინმე იყო ანანია სახელით, საპფირაჲს თანა ცოლისა მისისა. განყიდა დაბაჲ და გამოაჴუა სასყიდლისა მისგან. უწყოდა ესე ცოლმანცა მისმან, და მოიღო ზოგი რაოდენიმე და დადვა ფერჴთა თანა მოციქულთასა. (5,1-2).:

თარგმანი: უკუეთუ ამან ზოგი გამოაჴუა და ესოდენ მწარედ დაისაჯა თჳსისა საფასისაგან რაჲსმე დაკლებისა და არა ყოვლისავე ფერჴთა თანა მოციქულთასა დადებისათჳს, რაჲ ყოფად უც მათ, რომელნი-იგი ეკლესიისა საჴმართაგან ნახევარსა ანუ კნინოდენსა ნაწილსა განიღებდენ? ანუ მათ, რომელნი თანა-სათნო-ეყოფოდინ მათ და არა ამხილებდენ! რამეთუ აჰა საპფირა ამისთჳს ეზიარა საშჯელსა ანანიაჲსსა, რამეთუ იცოდა ბრალი მისი და არა ამხილა მას. ამათ თანა რაჲ-მე ყონ მათცა, რომელნი სისხლითა საუფლოჲთა მოსყიდულთა თავთა თჳსთა განიპარვიდენ მონებისაგან ღმრთისა მონებად მამონაჲსსა, და გულისთქუმათა თჳსთა შეუდგენ?

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის