თარგმანი: ესე სასწაული მკელობელისა მის აღდგინებისასა უსაკჳრველეს არს, რამეთუ სამი სახე აქუს: პირველად — ცნობაჲ პარულისაჲ მის; მეორედ — განცხადებაჲ დაფარულთა გულის-სიტყუათაჲ; მესამედ — მეყსა შინა სიკუდილი მისი, რომლისათჳს ვიეთნიმე აბრალებენ მოციქულსა, ვითარმედ ვინაჲთგან ეშმაკისა მიერი იყო საქმე იგი, რაჲსათჳს მოაკუდინა ანანია. გარნა ეკრძალე, საყუარელო, ნუ-უკუე პეტრეს თანა სულისაცა წმიდისა მგმობარ და მაბრალობელ იქმნა, რამეთუ სული წმიდაჲ იყო მის შორის მცნობელ და მბრძანებელ საქმედ ყოვლისავე. არამედ ისწავე მიზეზი საქმისაჲ, რამეთუ დასაბამიღა იყო მაშინ თესლთა ღმრთისმსახურებისათა აღმოცენებისაჲ, და მყის იწყო ეშმაკმან თესვად ღუარძლისა, ხოლო მოციქულმან აღმოფხურად, რაჲთა არა ძირნი განიბნეს შორის იფქლსა ღმრთისმსახურებისასა, და ვითარცა გესლი სასიკუდინე, მოჰკუეთა, რაჲთა არა განეზავოს ყოველსა გუამსა ეკლესიისასა. ამას თანა ჯერ-იყო. რაჲთა სხუანიცა შეძრწუნდენ პატიჟისა მისგან არა ბაძვად ბრალსა მისსა, რამეთუ მრავალგზის აქავე ტანჯვითა ცოდვილთაჲთა ორთა კეთილთა ჰყოფს ღმერთი: რაჲთა ტანჯულთა მათ ულხინოს საუკუნოდ, გინა თუ სრულიად განათავისუფლნეს-ცა...
მოციქულთა საქმეები 5:3
2. ცოლის თანხმობით, დამალა ფასი, მხოლოდ ნაწილი მიიტანა და მოციქულებს ფერხთით დაუდო.3. მაგრამ პეტრემ თქვა: ანანია, რატომ აღავსო სატანამ შენი გული, რომ გეცრუა სული წმიდის მიმართ და დაგემალა ყანის ფასი?4. განა შენი არ იყო, სანამდის გქონდა, და რაც გაყიდვით აიღე, განა შენვე არ გეპყრა ხელთ? მაშ, რაღად ჩაიდე გულში ეს საქმე? ხალხს კი არ ეცრუე, არამედ ღმერთს.
მოციქულთა საქმეები თავი 5