თარგმანი: ვითარ-იგი საუფლოსა საფლავსა, ეგრეთვე საპყრობილესა მოციქულთასა მცველნი სცვიდეს, და კარნი კრძალულ კლიტეებითა და დაბეჭდვითა, რაჲთა გულისჴმა-ყონ ჰურიათა, ვითარმედ არა კაცობრივ, არამედ საღმრთო საქმე არს განტევებაჲ მათი მიერ, არამედ ბოროტი იგი შესაკრებელი ვერა-რას ამათგანსა გულისჴმა-ჰყოფდა, ვითარცა შურისა მიერ დაბრმობილნი გონებითა და უღონონი ცნობად რაჲსამე.
მოციქულთა საქმეები 5:22
21. ეს რომ მოისმინეს, დილით შევიდნენ ტაძარში და ასწავლიდნენ. ხოლო ამასობაში მოვიდნენ მღვდელმთავარი და მისი თანამდგომნი, შეკრიბეს სინედრიონი და უხუცესნი ისრაელის ძეთაგან, და მოციქულთა მოსაყვანად მსახურები გაგზავნეს საპყრობილეში.22. მაგრამ, როდესაც მივიდნენ, მსახურებმა ისინი ვერ ნახეს საპყრობილეში, გამობრუნდნენ და ამბავი მოიტანეს:23. საპყრობილე საგულდაგულოდ დახშული დაგვხვდა, მცველები კი კართან იდგნენ; მაგრამ, რიდესაც გავაღეთ, ვერავინ ვნახეთ შიგ.
მოციქულთა საქმეები თავი 5