მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 5:21

20. წადით, დადექით ტაძარში და უქადაგეთ ხალხს ამ სიცოცხლის ყოველი სიტყვა.21. ეს რომ მოისმინეს, დილით შევიდნენ ტაძარში და ასწავლიდნენ. ხოლო ამასობაში მოვიდნენ მღვდელმთავარი და მისი თანამდგომნი, შეკრიბეს სინედრიონი და უხუცესნი ისრაელის ძეთაგან, და მოციქულთა მოსაყვანად მსახურები გაგზავნეს საპყრობილეში.22. მაგრამ, როდესაც მივიდნენ, მსახურებმა ისინი ვერ ნახეს საპყრობილეში, გამობრუნდნენ და ამბავი მოიტანეს:
მოციქულთა საქმეები თავი 5
21. ეს რომ მოისმინეს, დილით შევიდნენ ტაძარში და ასწავლიდნენ. ხოლო ამასობაში მოვიდნენ მღვდელმთავარი და მისი თანამდგომნი, შეკრიბეს სინედრიონი და უხუცესნი ისრაელის ძეთაგან, და მოციქულთა მოსაყვანად მსახურები გაგზავნეს საპყრობილეში.
თავი ვ̂. ვითარ ანგელოზისა მიერ განტევებულ იქმნნეს მოციქულნი, საპყრობილესა შეყენეგულნი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო ანგელოზმან უფლისამან ღამე განუხუნა კარნი საპყრობილისანი და გამოიყვანნა იგინი და ჰრქუა: მივედით და დადეგით და ეტყოდეთ ტაძარსა შინა ერსა მას ყოველთა მათ სიტყუათა ამის ცხორებისათა. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, შევიდეს ცისკარს ოდენ ტაძრად და ასწავებდეს (5,19-21).:

თარგმანი: ზოგად ნუგეშინისცემისათჳს მოციქულთაჲსა და სარგებელისათჳს ჰურიათაჲსა იქმნა ანგელოზისა მიერ გამოყვანებაჲ მოციქულთაჲ საპყრობილით, რაჲთა იგინი კადნიერებით ქადაგებდენ, ხოლო ესენი არღარა ჴელ-ჰყოფდენ დაყენებად ქადაგებასა მათსა, ამისთჳს ანგელოზი არა სივლტოლად და დამალვად, არამედ მისლვად და დგომად აწუევს და ქადაგებად ტაძარსა შინა, რომელცა-იგი ყვეს აღვსებულთა უმეტესითა კადნიერებითა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის