თარგმანი: ერისაგან ოდენ მოშიშ არიან, ხოლო ღმრთისაგან უშიშ, და უგულისჴმო საკჳრველებათა მისთა. ამისთჳს მის მიერ განტევებულთა კუალად სამშჯავროდ წარადგინებენ, არა მძლავრებით მიზიდულთა, არამედ კადნიერებით მიმავალთა მათდა.
24. ამ სიტყვების გაგონებისას ტაძრის მცველთა მეთაური და მღვდელმთავარნი საგონებელში ჩავარდნენ, ეს რას ნიშნავსო?25. ვიღაცა მოვიდა და მოახსენა მათ: ის კაცები, თქვენ რომ საპყრობილეში ჩაყარეთ, ტაძარში დგანან და ხალხს ასწავლიანო.26. მაშინ მცველთა უფროსი მსახურების თანხლებით წავიდა და მოიყვანა ისინი, მაგრამ ძალა არ უხმარიათ, ვინაიდან ხალხისა ეშინოდათ, არ ჩაგვქოლონო.
მოციქულთა საქმეები თავი 5