თარგმანი: საკჳრველ თუ ვისმე უჩნდეს ამის გამალიელისი ესოდენ გულისჴმის-მყოფელისა პავლეს მოძღურისა და ყოვლად საქებელისაჲ, ვითარ ჯერეთ არა შერთულ იყო რიცხუსა მოციქულთა და მორწმუნეთასა; არამედ გულისჴმა-ყავნ, რამეთუ ჯერეთ არცა პავლე ფერჴთა მისთაგან განყოფილ იყო და მოსრულ სარწმუნოებასა ქრისტესსა. ხოლო რაჟამს პავლე მოუჴდა, არცა იგი დააკლდა სავსებასა მათსა, რომელთა აწ, პირველ მორწმუნე-ქმნისა, მხოლოდ კეთილისა ოდენ ნებისა და გულისჴმის-ყოფისა ქონებითა შეეწია.
მოციქულთა საქმეები 5:34
33. ხოლო ისინი, ამ სიტყვების გაგონებისას, გულზე სკდებოდნენ და უნდოდათ ბოლო მოეღოთ მათთვის.34. მაგრამ წამოდგა სინედრიონში ერთი ფარისეველი, სახელად გამალიელი, რჯულის მოძღვარი, მთელი ხალხის მიერ პატივცემული, და ბრძანა მცირე ხნით გაეყვანათ მოციქულები.35. მერე კი უთხრა მათ: კაცნო ისრაელიტნო, კარგად დაფიქრდით, რას უპირებთ ამ ხალხს.
მოციქულთა საქმეები თავი 5