მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 5:35

34. მაგრამ წამოდგა სინედრიონში ერთი ფარისეველი, სახელად გამალიელი, რჯულის მოძღვარი, მთელი ხალხის მიერ პატივცემული, და ბრძანა მცირე ხნით გაეყვანათ მოციქულები.35. მერე კი უთხრა მათ: კაცნო ისრაელიტნო, კარგად დაფიქრდით, რას უპირებთ ამ ხალხს.36. ვინაიდან ამ დღეების წინ აღდგა თევდა, დიდ ვინმედ რომ მოჰქონდა თავი, და გაჰყვა მას ოთხასამდე კაცი, მაგრამ მოკლული იქნა, ხოლო მისი მომხრეები გაიფანტნენ და არარად იქცნენ.
მოციქულთა საქმეები თავი 5
35. მერე კი უთხრა მათ: კაცნო ისრაელიტნო, კარგად დაფიქრდით, რას უპირებთ ამ ხალხს.
თავი ვ̂. ვითარ ანგელოზისა მიერ განტევებულ იქმნნეს მოციქულნი, საპყრობილესა შეყენეგულნი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ბრძანა მცირედ გარე განყვანებაჲ მოციქულთაჲ და ჰრქუა მათ: კაცნო ისრაიტელნო, ეკრძალენით თავთა თქუენთა კაცთა ამათგან, რაჲ გეგულებით ყოფად? (5,34-35).:

თარგმანი: მოციქულნი განყვანებად სცნა, რაჲთა არა შემწედ მათდა საგონებელ იქმნეს, უკუეთუ პირისპირ ზრახვიდეს მათთჳს კეთილსა. და ვითარცა შჯულის-მოძღუარმან, შემოღებითა არა ძუელთა და შორიელთა, არამედ ახალთა და მახლობელთა სახეთაჲთა დააყენნა შთავრდომად მკლველობასა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის