მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 5:37

36. ვინაიდან ამ დღეების წინ აღდგა თევდა, დიდ ვინმედ რომ მოჰქონდა თავი, და გაჰყვა მას ოთხასამდე კაცი, მაგრამ მოკლული იქნა, ხოლო მისი მომხრეები გაიფანტნენ და არარად იქცნენ.37. შემდგომ ამისა, აღდგა იუდა გალილეველი, აღწერის დღეებში, და დიდძალი ხალხიც გაიყოლია, მაგრამ დაიღუპა და გაიფანტნენ მისი მომხრენიც.38. ამიტომაც გეუბნებით: ჩამოეხსენით ამ ხალხს და გაუშვით ისინი, ვინაიდან თუ ეს ზრახვა ანდა საქმე კაცთაგან არის, ჩაიშლება.
მოციქულთა საქმეები თავი 5
37. შემდგომ ამისა, აღდგა იუდა გალილეველი, აღწერის დღეებში, და დიდძალი ხალხიც გაიყოლია, მაგრამ დაიღუპა და გაიფანტნენ მისი მომხრენიც.
თავი ვ̂. ვითარ ანგელოზისა მიერ განტევებულ იქმნნეს მოციქულნი, საპყრობილესა შეყენეგულნი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ამისსა შემდგომად აღდგა იუდა გალილეველი დღეთა მათ სოფლის-წერისათა და განიდგინა ერი მრავალი შემდგომად მისსა, და იგიცა წარწყმდა და ყოველნი მორჩილნი მისნი განიბნინეს (5,37).:

თარგმანი: დღეთა პილატეს მთავრობისათა განდგეს გალილეველნი და შეუდგეს წვალებასა იუდაჲსსა. ხოლო წვალებაჲ მისი ესე იყო, ვითარცა მოგჳთხრობს იოსიპპოს "დასაბამითგან-მეტყუელებისა" წიგნსა შინა თჳსსა დასასრულისასა, ვითარმედ მიზეზითა რეცა ღმრთისმსახურებისაჲთა მრავალსა საოცრებასა აზმნობდა და იტყოდა, ვითარმედ: არა ჯერ-არს ვისსაცა რქუმად უფლებისა სახელი თჳნიერ ღმრთისა მხოლოჲსა, ვინაჲცა მრავალნი მძჳნვარედ გუემნეს მის მიერ უფალ წოდებისათჳს კეისრისა. და კუალად იტყოდა, ვითარმედ: უკუეთუ თჳნიერ ღმრთისა სხუასა ვისმე მისცეთ ხარკი ანუ მისსაცა მოკუდავისა კაცისა შესწიროთ ძღუენი თჳნიერ მოსეს მიერ საღმრთოდ შესაწირავად ბრძანებულთათჳს მსხუერპლთა, ღმრთისაგან განჰვარდებით. ვინაჲცა განრისხნა პილატე და თჳთ მათ მსხუერპლთა ზედა, რომელთა-იგი იქადოდეს, ბრძანა, რაჲთა სისხლსა მათსა თანა აღჰრიონ სისხლი გალილეველთაჲ, რომელცა-იგი ყვეს, რამეთუ შეწირვასა შინა მსხუერპლთასა მოსწყჳდნეს იგინი მჴედართა პილატესთა, და ესე არს ლუკაჲს თავსა შინა თქუმული იგი უფლისა მიერ გალილეველთა სისხლისაჲ სისხლსა თანა მსხუერპლთასა შერევნაჲ პილატეს მიერ. ხოლო შენ იხილე სივერაგე ეშმაკისაჲ, რამეთუ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის