თარგმანი: ესე თევდა იყო დღეთა ფადოჲს ჰურიასტანსა ზედა მთავრობისათა, კაცი გრძნეული, რომელმან მრავალთა კაცთა არწმუნა მიღებაჲ მონაგებთა მათთაჲ და შედგომაჲ მისი, რამეთუ წინაჲსწარმეტყუელად იტყოდა თავსა თჳსსა. და წარიყვანნა იგინი მდინარედ იორდანისა, რომელი-იგი ბრძანებით განაპო ადვილად წიაღსავალად მათდა. და ამით საოცრებითა მრავალნი შეაცთუნნა, გარნა არა თავს-იდვა ფადოს განგრძობაჲ უგუნურებისა მათისაჲ, არამედ მიავლინა მათ ზედა ილი მჴედართმთავარი, რომელმან მრავალნი მოსწყჳდნა და უმრავლესნი მათგანნი შეიპყრნა, ვიდრემდის თჳთ მას თევდასცა წარჰკუეთა თავი, და მოიღო იგი იერუსალემდ. და ესრეთ დაჰჴსნა ყოველი სივერაგე და ოცნებაჲ გრძნებისა მისისაჲ.
მოციქულთა საქმეები 5:36
35. მერე კი უთხრა მათ: კაცნო ისრაელიტნო, კარგად დაფიქრდით, რას უპირებთ ამ ხალხს.36. ვინაიდან ამ დღეების წინ აღდგა თევდა, დიდ ვინმედ რომ მოჰქონდა თავი, და გაჰყვა მას ოთხასამდე კაცი, მაგრამ მოკლული იქნა, ხოლო მისი მომხრეები გაიფანტნენ და არარად იქცნენ.37. შემდგომ ამისა, აღდგა იუდა გალილეველი, აღწერის დღეებში, და დიდძალი ხალხიც გაიყოლია, მაგრამ დაიღუპა და გაიფანტნენ მისი მომხრენიც.
მოციქულთა საქმეები თავი 5