თარგმანი: მკლველობისაგან დაეყენნეს ზრახებითა გამალიელისითა, ხოლო ტანჯვაჲ იგი მოციქულთაჲ ყვეს დასაცხრობელ მრისხანებისა თჳსისა. ხოლო მოციქულნი მხიარულ იქმნნეს ტანჯვასა მას ზედა, რომელ შეემთხჳა სახელისათჳს ქრისტესისა. და ტკივილნი იგი საშუებელად შეერაცხნეს, რომელი-ესე ცხად ყვეს, რამეთუ არღარა ტაძარსა შინა ოდენ, არამედ სახლებსაცა მიმოვიდოდეს ხარებად სიტყუათა და მოძღურებათა იესუჲსთა, რომელი-იგი არს ღმერთი ჭეშმარიტი და ცხორებაჲ ყოველთაჲ.
41. ხოლო ისინი გამოვიდნენ სინედრიონიდან და უხაროდათ, რომ იესოს სახელისათვის შეურაცხყოფის ღირსნი შეიქნენ.42. ტაძარსა თუ სახლებში ყოველდღე დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ იესო ქრისტეს.
მოციქულთა საქმეები თავი 5