თარგმანი: რაოდენ წინა-აღმდგომნი ჰბრძოდეს, ეგოდენ მოწაფენი განმრავლდებოდეს, და ვითარცა მზა არს უწესოებისა გამოჩინებაჲ სიმრავლესა თანა ერისასა, შფოთი შემოვიდოდა არა გარეთ და უცხოთაჲთ, არამედ შინაგან მორწმუნეთაჲთ, რომელნი-იგი არა თუ შჯულითა, არამედ ენითა განყოფილ იყვნეს, და მიზეზ დრტჳნვისა მის იყო უდებებაჲ, რამეთუ არა სიძჳრითა, არამედ უგულებელს-ყოფითა დააყენებდეს ჩუეულებისაებრსა გამოზრდასა ქურივთასა, რამეთუ არა ხოლო პარვისაგან თავისუფალი, არამედ უდებებისაგანცა ჯმნილი ჯერ-არს ზედა-მდგომი და განმგებელი საქმისაჲ, რაჲთა არცა ერთი ვინ უგულებელს-ყოს. არცა განრისხნეს დრტჳნვასა და მომზრახობასა ზედა ვიეთსამე სულმოკლებისა მიერ.
1. ხოლო იმ დღეებში, როცა იზრდებოდა მოწაფეთა რიცხვი, ელინისტებს შორის დაიწყო დრტვინვა ებრაელთა წინააღმდეგ, ვინაიდან მათი ქვრივები უგულებელყოფილნი იყვნენ ყოველდღიური მსახურებისას.2. მაშინ თორმეტმა მოციქულმა მოუწოდა მოწაფეთა სიმრავლეს და თქვა: არ შეგვფერის ზურგი ვაქციოთ ღვთის სიტყვას და ტაბლებს ვემსახუროთ.
მოციქულთა საქმეები თავი 6