თარგმანი: ამისთჳს სხუანი აბირნეს, რამეთუ კაცთაგან ჰრცხუენოდა, ხოლო ღმრთისა არა ეშინოდა. ამისთჳს, მსგავსად მჴნელისა და მოძღურისა, თავი მოწამეთაჲ მოციქული სამშჯავროდ წარადგინეს, რაჲთა ბჭობით მოკლვითა არა უბრალოდ წამებულად, არამედ თანა-მდებად სიკუდილისა საგონებელ-ყონ იგი, გარნა ცილის-მწამებელთა მათ კაიაფაჲს თანა წილ-ხუდა უნებლიეთ წინაჲსწარმეტუელებაჲ. რამეთუ მან, რომელსა-იგი ნაზარეველობით ეკიცხევდეს, ვითარცა ღმერთმან მოსესმან, ცვალა შჯული მოსესი უმჯობესად ქადაგებითა მოწაფეთა თჳსთაჲთა, ხოლო ადგილი დაჰჴსნა ზედამისლვითა ჰრომთა მჴედრობისაჲთა.
12. და აღძრეს ხალხი, უხუცესნი და მწიგნობარნი, თავს დაესხნენ, მოიტაცეს და სინედრიონში მიიყვანეს.13. წარმოადგინეს ცრუ მოწმენი, რომლებმაც თქვეს: ეს კაცი ერთავად ამ წმიდა ადგილისა და რჯულის ძვირს ამბობს.14. რადგანაც მისგან გაგვიგონია, რომ იესო ნაზორეველი დაანგრევს ამ ადგილს და შეცვლის წეს-ჩვეულებებს, მოსემ რომ მოგვცა ჩვენ.
მოციქულთა საქმეები თავი 6