მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 6:14

13. წარმოადგინეს ცრუ მოწმენი, რომლებმაც თქვეს: ეს კაცი ერთავად ამ წმიდა ადგილისა და რჯულის ძვირს ამბობს.14. რადგანაც მისგან გაგვიგონია, რომ იესო ნაზორეველი დაანგრევს ამ ადგილს და შეცვლის წეს-ჩვეულებებს, მოსემ რომ მოგვცა ჩვენ.15. მას უყურებდა ყველა, ვინც იჯდა სინედრიონში, და ხედავდა მის სახეს, როგორც სახეს ანგელოზისას.
მოციქულთა საქმეები თავი 6
14. რადგანაც მისგან გაგვიგონია, რომ იესო ნაზორეველი დაანგრევს ამ ადგილს და შეცვლის წეს-ჩვეულებებს, მოსემ რომ მოგვცა ჩვენ.
თავი ჱ̂. ჰურიათა აღდგომისათჳს სტეფანეს ზედა და ქვითა განტჳნვისა მისისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და წარმოადგინნეს მოწამენი ცრუნი, რომელთა თქუეს: კაცი ესე არა დასცხრების სიტყუად სიტყუათა გმობისათა ადგილისა ამისთჳს წმიდისა და შჯულისა, რამეთუ გუესმა მაგისგან, იტყოდა რაჲ, ვითარმედ: იესუ ნაზარეველმან ამან დაარღჳოს ადგილი ესე და ცვალოს შჯული, რომელი მომცა ჩუენ მოსე (6,13-14).:

თარგმანი: ამისთჳს სხუანი აბირნეს, რამეთუ კაცთაგან ჰრცხუენოდა, ხოლო ღმრთისა არა ეშინოდა. ამისთჳს, მსგავსად მჴნელისა და მოძღურისა, თავი მოწამეთაჲ მოციქული სამშჯავროდ წარადგინეს, რაჲთა ბჭობით მოკლვითა არა უბრალოდ წამებულად, არამედ თანა-მდებად სიკუდილისა საგონებელ-ყონ იგი, გარნა ცილის-მწამებელთა მათ კაიაფაჲს თანა წილ-ხუდა უნებლიეთ წინაჲსწარმეტუელებაჲ. რამეთუ მან, რომელსა-იგი ნაზარეველობით ეკიცხევდეს, ვითარცა ღმერთმან მოსესმან, ცვალა შჯული მოსესი უმჯობესად ქადაგებითა მოწაფეთა თჳსთაჲთა, ხოლო ადგილი დაჰჴსნა ზედამისლვითა ჰრომთა მჴედრობისაჲთა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის