მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 6:7

6. რომლებიც წარადგინეს მოციქულთა წინაშე; ილოცეს და ხელი დაადეს მათ.7. იზრდებოდა ღვთის სიტყვა და უჩვეულოდ მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმს; და მღვდელთაგანაც ბევრი დაემორჩილა რწმენას.8. ხოლო სტეფანე, რწმენითა და მადლით აღვსილი, დიად ნიშებს და სასწაულებს ახდენდა ხალხში.
მოციქულთა საქმეები თავი 6
7. იზრდებოდა ღვთის სიტყვა და უჩვეულოდ მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმს; და მღვდელთაგანაც ბევრი დაემორჩილა რწმენას.
თავი ზ̂. ჴელთდასხმისათჳს შჳდთა დიაკონთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ აღორძნდებოდა და განმრავლდებოდა რიცხჳ იგი მოწაფეთაჲ იერუსალემს შინა ფრიად, და მრავალი ერი მღდელთაჲ მათ ერჩდა სარწმუნოებასა (6,7).:

თარგმანი: იხილე ძალი ქველის-მოქმედებისა და მოწყალებისაჲ, ვითარ კეთილად განგებაჲ იგი ქურივთა მზრუნველობისაჲ შემატება იქმნა ქადაგებისა აღორძინებისა და მოწაფეთა განმრავლებისა ვიდრეღა არა ლიტონნი ერისაგანნი, არამედ თჳთ უპირატესისა მისგანცა დასისა ჰურიათა მღდელობისა, მრავალნი მოუჴდეს და შეეძინნეს სარწმუნოებასა ქრისტეს ღმრთისასა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის