თარგმანი: იხილე, ვითარ შჳდთა დიაკონთაცა შორის ჯერ-იყო ყოფაჲ უპირატესისაჲ, ვითარ-ესე იყო სტეფანე, რომელი ვინაჲთგან ნათლისღებისა მიერ სავსე იყო სულითა წმიდითა და აქუნდა არა ლიტონი ოდენ, არამედ ძლიერი და მდიდარი სარწმუნოებაჲ, რამეთუ ორ-სახე არს სარწმუნოებაჲ: პირველი-იგი — ახალთაჲ, რაჲთა ჰრწმენეს და ნათელიღონ, ხოლო მეორე — სრულთაჲ, რაჲთა აქუნდეს სარწმუნოებაჲ სასწაულთა მოქმედებისაჲ, ვიდრე მთათა ცვალებამდეცა. ამით სრულთა სარწმუნოებითა აღსავსე იყო სტეფანე, ვითარცა ზემო-რე გესმა, ვითარმედ: გამოირჩიეს სტეფანე კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა, ესე იგი არს მდიდრად მიღებაჲ სულისაჲ სიმდიდრისაებრ სარწმუნოებისა. ამისთჳსცა, დაღაცათუ შჳდთავე დაესხნეს ჴელნი, არამედ სტეფანე უმდიდრეს აღივსო მადლითა და ძალითა სიმდიდრისაებრ სარწმუნოებისა, ხოლო რომელი-იგი პირველ გამორჩევისა იწამა სავსე-ყოფად სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა, ესე შემდგომად ჴელთდასხმისაღა მიიღებს ძალსა ნიშებისა და სასწაულებისასა, რაჲთა შენ ისწავო, ვითარმედ არა კმა არს მარტოდ მადლი ოდენ, არამედ ჴელთდასხმაჲცა საძიებელ არს უმეტეს გარდამატებისათჳს ძალთაჲსა.
მოციქულთა საქმეები 6:8
7. იზრდებოდა ღვთის სიტყვა და უჩვეულოდ მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმს; და მღვდელთაგანაც ბევრი დაემორჩილა რწმენას.8. ხოლო სტეფანე, რწმენითა და მადლით აღვსილი, დიად ნიშებს და სასწაულებს ახდენდა ხალხში.9. მაშინ ადგნენ ზოგიერთნი ეგრეთწოდებულ ლიბერტინთა, კირენელთა და ალექსანდრიელთა სინაგოგიდან, აგრეთვე კილიკიელთა და ასიელთაგან, და დავა დაუწყეს სტეფანეს.
მოციქულთა საქმეები თავი 6