თარგმანი: სახითა ამით იოსებისითა მოაჴსენებს ჰურიათა ბრალსა ღმრთისმკლველობისასა. რამეთუ ვითარ-იგი მათ გამოზრდად მათდა მისრული იოსებ უბრალოდ შურითა განყიდეს, ეგრეთვე უყვეს ჰურიათა ჭეშმარიტსა მას პურსა ცხორებისასა ქრისტესა ღმერთსა, გამოზრდად მათდა მოსრულსა ზეცით, რომელმან-იგი მოსცა ცხორებაჲ ყოველსა სოფელსა განკაცებითა თჳსითა ქალწულისაგან.
მოციქულთა საქმეები 7:10
9. მამამთავრებს შურდათ იოსებისა და ეგვიპტეში გაყიდეს იგი; მაგრამ ღმერთი იყო მასთან.10. განარიდა იგი ყველა გასაჭირს და მისცა მას მადლი და სიბრძნე ფარაონის, ეგვიპტელთა მეფის წინაშე, რომელმაც ეგვიპტისა და მთელი თავისი სახლის გამრიგედ დაადგინა იგი.11. ჩამოვარდა შიმშილობა და დიდი გაჭირვება მთელს ეგვიპტესა და ქანაანში, და ვეღარ შოულობდნენ საზრდოს ჩვენი მამები.
მოციქულთა საქმეები თავი 7