მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 7:9

8. და მისცა მას წინადაცვეთის აღთქმა; შეეძინა ისააკი და წინადასცვითა მას მერვე დღეს, ხოლო ისააკმა - იაკობს, იაკობმა კი - თორმეტ მამამთავარს.9. მამამთავრებს შურდათ იოსებისა და ეგვიპტეში გაყიდეს იგი; მაგრამ ღმერთი იყო მასთან.10. განარიდა იგი ყველა გასაჭირს და მისცა მას მადლი და სიბრძნე ფარაონის, ეგვიპტელთა მეფის წინაშე, რომელმაც ეგვიპტისა და მთელი თავისი სახლის გამრიგედ დაადგინა იგი.
მოციქულთა საქმეები თავი 7
9. მამამთავრებს შურდათ იოსებისა და ეგვიპტეში გაყიდეს იგი; მაგრამ ღმერთი იყო მასთან.
თავი ჱ̂. ჰურიათა აღდგომისათჳს სტეფანეს ზედა და ქვითა განტჳნვისა მისისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და მამათმთავარნი იგი ეშურებოდეს იოსებს და განყიდეს იგი ეგჳპტეს და იყო ღმერთი მის თანა და განარინა იგი ყოველთაგან ჭირთა მისთა, და მოსცა მას მადლი და სიბრძნე წინაშე ფარაო მეფისა მეგჳპტელთაჲსა, და დაადგინა იგი მთავრად ეგჳპტესა ზედა და ყოველსა ზედა სახლსა მისსა (7,9-10).:

თარგმანი: სახითა ამით იოსებისითა მოაჴსენებს ჰურიათა ბრალსა ღმრთისმკლველობისასა. რამეთუ ვითარ-იგი მათ გამოზრდად მათდა მისრული იოსებ უბრალოდ შურითა განყიდეს, ეგრეთვე უყვეს ჰურიათა ჭეშმარიტსა მას პურსა ცხორებისასა ქრისტესა ღმერთსა, გამოზრდად მათდა მოსრულსა ზეცით, რომელმან-იგი მოსცა ცხორებაჲ ყოველსა სოფელსა განკაცებითა თჳსითა ქალწულისაგან.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის