თარგმანი: იხილე სახიერებაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ არა ყოველთავე ოთხასისა წლისა ჟამთა, არამედ მახლობელად გამოყვანებისა ჟამსა ოდენ მიუშუა ძჳრის-ხილვად ერსა ისრაელისასა, ხოლო შენ ისწავე თუ ვითარ წერილ არს ფარაოჲსთჳს, რომელმან არა იცოდა იოსები, რამეთუ ესრეთ იტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ესე ჰბრძნობდა ნათესავსა ჩუენსა. ესე იგი არს ვერაგობით ზაკუვაჲ, რამეთუ გრძნეულთაცა მბრძნობელ უწოდიან, ვითარცა საცთურითა სიბრძნისაჲთა დამფარველთა ჭეშმარიტებისათა. ესევითარი იყო ღონის-ძიებაჲ ახლისა ფარაოჲსი (რამეთუ ყოველთა მეფეთა ეგჳპტისათა ფარაო უწოდდეს ნართაულად სახელისა მათისა): მოპოვნებაჲ თიჴისა და ალიზისაჲ, მოზღუდვაჲ ქალაქთაჲ და მდინარესა შთათხევაჲ ყრმათაჲ, ხოლო ცხოვნებაჲ ქალთაჲ, ვითარცა არარაჲს წინა-აღდგომისა ყოფად შემძლებელთაჲ.
მოციქულთა საქმეები 7:18
17. როდესაც მოახლოვდა აღთქმის აღსრულების ჟამი, ღმერთმა რომ მისცა აბრაამს, გამრავლდა და გაძლიერდა ხალხი ეგვიპტეში18. იმ დრომდე, როცა ეგვიპტეში აღდგა სხვა მეფე, რომელიც არ იცნობდა იოსებს.19. ის მზაკვრობდა ჩვენი მოდგმის მიმართ, ავიწროებდა ჩვენს მამებს და აიძულებდა გადაეყარათ თავიანთი ახალშობილნი, რომ არ ეცოცხლათ.
მოციქულთა საქმეები თავი 7