თარგმანი: იხილე სახიერებაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ არა ყოველთავე ოთხასისა წლისა ჟამთა, არამედ მახლობელად გამოყვანებისა ჟამსა ოდენ მიუშუა ძჳრის-ხილვად ერსა ისრაელისასა, ხოლო შენ ისწავე თუ ვითარ წერილ არს ფარაოჲსთჳს, რომელმან არა იცოდა იოსები, რამეთუ ესრეთ იტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ესე ჰბრძნობდა ნათესავსა ჩუენსა. ესე იგი არს ვერაგობით ზაკუვაჲ, რამეთუ გრძნეულთაცა მბრძნობელ უწოდიან, ვითარცა საცთურითა სიბრძნისაჲთა დამფარველთა ჭეშმარიტებისათა. ესევითარი იყო ღონის-ძიებაჲ ახლისა ფარაოჲსი (რამეთუ ყოველთა მეფეთა ეგჳპტისათა ფარაო უწოდდეს ნართაულად სახელისა მათისა): მოპოვნებაჲ თიჴისა და ალიზისაჲ, მოზღუდვაჲ ქალაქთაჲ და მდინარესა შთათხევაჲ ყრმათაჲ, ხოლო ცხოვნებაჲ ქალთაჲ, ვითარცა არარაჲს წინა-აღდგომისა ყოფად შემძლებელთაჲ.
მოციქულთა საქმეები 7:19
18. იმ დრომდე, როცა ეგვიპტეში აღდგა სხვა მეფე, რომელიც არ იცნობდა იოსებს.19. ის მზაკვრობდა ჩვენი მოდგმის მიმართ, ავიწროებდა ჩვენს მამებს და აიძულებდა გადაეყარათ თავიანთი ახალშობილნი, რომ არ ეცოცხლათ.20. ამ დროს დაიბადა მოსე; უყვარდა იგი ღმერთს და სამი თვე იზრდებოდა მამამისის სახლში.
მოციქულთა საქმეები თავი 7