თარგმანი: ყოველსავე მხილველსა საღმრთოთა ხილვათასა შეემთხუევის შეძრწუნებით გარე-მიქცევაჲ პირისაჲ, უკუეთუ არა წარიჴადნეს ყოველნი ზრუნვანი ჴორცთა ხრწნილებისა და მოკუდავებისანი, და ქუე დაუტევნეს ბილწნი გემოვნებანი სოფლისანი, რამეთუ სანდალი მკუდრისა ცხოვრის ტყავისაჲ არს. ხოლო ამას ყუედრებით ეტყჳს სტეფანე ჰურიათა, ვითარმედ მაშინ ჯერეთ არა იყო ტაძარი და მსხუერპლნი, ოდეს სახესა ეკლესიისასა — უდაბნოსა — ადგილ წმიდა ეწოდა, რამეთუ, სადაცა ღმერთი იყოს, ყოველივე წმიდა არს — შენი და უშენი, და თჳთ უმეტესღა ახალსა ამას შინა, სადა-ესე იქმნა გარდამოსლვაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ ჴორცთა შესხმად ჴსნისათჳს ყოველთა მიმძლავრებულთა.
მოციქულთა საქმეები 7:33
32. „მე ვარ შენი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა“. შეძრწუნებულმა მოსემ ვეღარ გაბედა შეხედვა.33. უთხრა მას უფალმა: „გაიძრე ხამლები ფეხზე, ვინაიდან ეგ ადგილი, სადაც დგახარ, წმიდა მიწაა.34. ხილვით ვიხილე ჩემი ხალხის გაჭირვება ეგვიპტეში, ვისმინე მისი გმინვა და ჩამოველ მის დასახსნელად; ახლა კი წადი, ეგვიპტეში წარგგზავნი შენ“.
მოციქულთა საქმეები თავი 7