მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 7:34

33. უთხრა მას უფალმა: „გაიძრე ხამლები ფეხზე, ვინაიდან ეგ ადგილი, სადაც დგახარ, წმიდა მიწაა.34. ხილვით ვიხილე ჩემი ხალხის გაჭირვება ეგვიპტეში, ვისმინე მისი გმინვა და ჩამოველ მის დასახსნელად; ახლა კი წადი, ეგვიპტეში წარგგზავნი შენ“.35. ეს მოსე, რომელიც მათ უარყვეს და უთხრეს: ვინ დაგაყენა შენ ჩვენს მთავრად და მსაჯულადო, სწორედ ეს წარგზავნა ღმერთმა მთავრად და მხსნელად ანგელოზის ხელით, მაყვლოვანში რომ ეჩვენა მას.
მოციქულთა საქმეები თავი 7
34. ხილვით ვიხილე ჩემი ხალხის გაჭირვება ეგვიპტეში, ვისმინე მისი გმინვა და ჩამოველ მის დასახსნელად; ახლა კი წადი, ეგვიპტეში წარგგზავნი შენ“.
თავი ჱ̂. ჰურიათა აღდგომისათჳს სტეფანეს ზედა და ქვითა განტჳნვისა მისისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
შეძრწუნდა მოსე და ვერ ეძლო განცდად. ჰრქუა მას უფალმან: წარიჴადენ სანდალნი ფერჴთაგან შენთა, რამეთუ ადგილი ეგე, რომელსა ზედა სდგა, ქუეყანაჲ წმიდა არს. ხილვით ვიხილე ჭირი ერისა ჩემისაჲ, რომელ არს ეგჳპტეს, და სულ-თქუმანი მათნი მესმნეს, და გარდამოვჴედ განრინებად მათდა. და აწ მოვედ მიგავლინო შენ ეგჳპტედ (7,32-34).:

თარგმანი: ყოველსავე მხილველსა საღმრთოთა ხილვათასა შეემთხუევის შეძრწუნებით გარე-მიქცევაჲ პირისაჲ, უკუეთუ არა წარიჴადნეს ყოველნი ზრუნვანი ჴორცთა ხრწნილებისა და მოკუდავებისანი, და ქუე დაუტევნეს ბილწნი გემოვნებანი სოფლისანი, რამეთუ სანდალი მკუდრისა ცხოვრის ტყავისაჲ არს. ხოლო ამას ყუედრებით ეტყჳს სტეფანე ჰურიათა, ვითარმედ მაშინ ჯერეთ არა იყო ტაძარი და მსხუერპლნი, ოდეს სახესა ეკლესიისასა — უდაბნოსა — ადგილ წმიდა ეწოდა, რამეთუ, სადაცა ღმერთი იყოს, ყოველივე წმიდა არს — შენი და უშენი, და თჳთ უმეტესღა ახალსა ამას შინა, სადა-ესე იქმნა გარდამოსლვაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ ჴორცთა შესხმად ჴსნისათჳს ყოველთა მიმძლავრებულთა.

ფსალმუნი 119-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ჭირი და სულიერი აღმასვლის დასაწყისი:

...ოცვამდე მიიყვანა; კაცთმოყვარეობის სიმზადრე კი ის, რომ როგორც კი მოუხმეს, მაშინვე მოიხედა მათკენ. ეს მან წინათ ეგვიპტეში მყოფთათვისაც გააკეთა. ამიტომაც ამბობს: „ხილვით ვიხილე ჭირი ერისა ჩემისაჲ რომელ არს ეგჳპტეს და სულ-თქუმანი მათნი შეისმინეს და გარდამოვჴედ განრინებად მათა“ (). ამიტომ შენც, საყვარელო, როცა ჭირში იქნები, ნუ სასოწარკვეთ და ნუ მოდუნდები, არამედ მაშინ განსაკუთრებით აღიმართე; რადგან მაშინ ლოცვები უფრო წმინდაა და ღმრთისგან მომავალი კეთილგანწყობა უფრო დიდია. მთელი ცხოვრებაც ისე გაატარე, თითქოს სიცოცხლე შენთვის შრომით სავსე იყოს, იმის ცოდნით, რომ „და ყოველთავე რომელთა ჰნებავს ღმრთის მსახურებით ცხორებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ, იდევნენ.“ (), და რომ „მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვაჲ სასუფეველსა ღმრთისასა.“ () ამიტომ ნუ შეიყვარებ ნებიერ და მოდუნებულ ცხოვრებას, ნურც ფართო გზაზე სვლას მოისურვებ (რადგან ეს გზა ზეცისკენ არ მიდის), არამედ ვიწროსა და შეჭირვებულს.

ხოლო თუ გსურს ზემო სამ...

სრულად ნახვა