მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 7:35

34. ხილვით ვიხილე ჩემი ხალხის გაჭირვება ეგვიპტეში, ვისმინე მისი გმინვა და ჩამოველ მის დასახსნელად; ახლა კი წადი, ეგვიპტეში წარგგზავნი შენ“.35. ეს მოსე, რომელიც მათ უარყვეს და უთხრეს: ვინ დაგაყენა შენ ჩვენს მთავრად და მსაჯულადო, სწორედ ეს წარგზავნა ღმერთმა მთავრად და მხსნელად ანგელოზის ხელით, მაყვლოვანში რომ ეჩვენა მას.36. მან გამოიყვანა ისინი და მოახდინა სასწაულები და ნიშები ეგვიპტის ქვეყანაში, მეწამულ ზღვაზე და უდაბნოში ორმოცი წლის მანძილზე.
მოციქულთა საქმეები თავი 7
35. ეს მოსე, რომელიც მათ უარყვეს და უთხრეს: ვინ დაგაყენა შენ ჩვენს მთავრად და მსაჯულადო, სწორედ ეს წარგზავნა ღმერთმა მთავრად და მხსნელად ანგელოზის ხელით, მაყვლოვანში რომ ეჩვენა მას.
თავი ჱ̂. ჰურიათა აღდგომისათჳს სტეფანეს ზედა და ქვითა განტჳნვისა მისისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

ხოლო სტეფანე სავსე იყო მადლითა და ძალითა, იქმოდა ნიშებსა და სასწაულებსა დიდ-დიდსა ერსა შორის (6,8).

თარგმანი: იხილე, ვითარ შჳდთა დიაკონთაცა შორის ჯერ-იყო ყოფაჲ უპირატესისაჲ, ვითარ-ესე იყო სტეფანე, რომელი ვინაჲთგან ნათლისღებისა მიერ სავსე იყო სულითა წმიდითა და აქუნდა არა ლიტონი ოდენ, არამედ ძლიერი და მდიდარი სარწმუნოებაჲ, რამეთუ ორ-სახე არს სარწმუნოებაჲ: პირველი-იგი — ახალთაჲ, რაჲთა ჰრწმენეს და ნათელიღონ, ხოლო მეორე — სრულთაჲ, რაჲთა აქუნდეს სარწმუნოებაჲ სასწაულთა მოქმედებისაჲ, ვიდრე მთათა ცვალებამდეცა. ამით სრულთა სარწმუნოებითა აღსავსე იყო სტეფანე, ვითარცა ზემო-რე გესმა, ვითარმედ: გამოირჩიეს სტეფანე კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა, ესე იგი არს მდიდრად მიღებაჲ სულისაჲ სიმდიდრისაებრ სარწმუნოებისა. ამისთჳსცა, დაღაცათუ შჳდთავე დაესხნეს ჴელნი, არამედ სტეფანე უმდიდრეს აღივსო მადლითა და ძალითა სიმდიდრისაებრ სარწმუნოებისა, ხოლო რომელი-იგი პირველ გამორჩევისა იწამა სავსე-ყოფად სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა, ესე შემდგომად ჴელთდასხმისაღა მიიღებს ძალსა ნიშებისა და სასწაულებისასა, რაჲთა შენ ისწავო, ვითარმედ არა კმა არს მარტოდ მადლი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის