თარგმანი: ვინაჲთგან ჰურიანი ზრქელად გულისჴმა-ჰყოფენ ღმრთისათჳს, ამისთჳს სტეფანე ესაიაჲს მიერ ამხილებს, ვითარმედ: ნუ გგონიეს მისი გარე-შემოწერაჲ კნინსა ამას შინა ტაძარსა სოლომონისასა, რომელი-იგი ცათა და ქუეყანასა აღავსებს, და არცა ერთისა რაჲსაგანმე გარე-შეიწერების შემოქმედი იგი და დამბადებელი ყოველთა ხილულთა და უხილავთაჲ.
მოციქულთა საქმეები 7:49
48. მაგრამ უზენაესი ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს, როგორც ამბობს წინასწარმეტყველი:49. „ცა ტახტია ჩემი და მიწა - ჩემი ფეხის კვარცხლბეკი, ამბობს უფალი, როგორ სახლს ამიგებთ, ან რა ადგილს მომიჩენთ განსასვენებლად?50. განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ყოველივე ეს?“
მოციქულთა საქმეები თავი 7