მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 7:50

49. „ცა ტახტია ჩემი და მიწა - ჩემი ფეხის კვარცხლბეკი, ამბობს უფალი, როგორ სახლს ამიგებთ, ან რა ადგილს მომიჩენთ განსასვენებლად?50. განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ყოველივე ეს?“51. ქედფიცხელნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, გამუდმებით რომ ეურჩებით წმიდა სულს, თქვენცა და თქვენი მამებიც.
მოციქულთა საქმეები თავი 7
50. განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ყოველივე ეს?“
თავი ჱ̂. ჰურიათა აღდგომისათჳს სტეფანეს ზედა და ქვითა განტჳნვისა მისისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო სოლომონცა უშენა მას სახლი, არამედ არა თუ მაღალი იგი ჴელით ქმნულთა ტაძართა შინა დამკჳდრებულ არს, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს: ცანი — საყდარნი ჩემნი, და ქუეყანაჲ —კუარცხლბერკი ფერჴთა ჩემთაჲ. ვითარი სახლი მიშენოთ მე, თქუა ღმერთმან, ანუ რაჲ-მე ადგილი იყოს განსასუენებელისა ჩემისაჲ? ანუ არა ჴელმან ჩემმან შექმნაა ესე ყოველი? (7,47-50).:

თარგმანი: ვინაჲთგან ჰურიანი ზრქელად გულისჴმა-ჰყოფენ ღმრთისათჳს, ამისთჳს სტეფანე ესაიაჲს მიერ ამხილებს, ვითარმედ: ნუ გგონიეს მისი გარე-შემოწერაჲ კნინსა ამას შინა ტაძარსა სოლომონისასა, რომელი-იგი ცათა და ქუეყანასა აღავსებს, და არცა ერთისა რაჲსაგანმე გარე-შეიწერების შემოქმედი იგი და დამბადებელი ყოველთა ხილულთა და უხილავთაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის