მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 7:8

7. „მაგრამ მე განვსჯი იმ ხალხს, რომელიც მას დაიმონებს, თქვა ღმერთმა; ამის შემდეგ კი გამოვა იქიდან და ამ ქვეყანაში მემსახურება მე“.8. და მისცა მას წინადაცვეთის აღთქმა; შეეძინა ისააკი და წინადასცვითა მას მერვე დღეს, ხოლო ისააკმა - იაკობს, იაკობმა კი - თორმეტ მამამთავარს.9. მამამთავრებს შურდათ იოსებისა და ეგვიპტეში გაყიდეს იგი; მაგრამ ღმერთი იყო მასთან.
მოციქულთა საქმეები თავი 7
8. და მისცა მას წინადაცვეთის აღთქმა; შეეძინა ისააკი და წინადასცვითა მას მერვე დღეს, ხოლო ისააკმა - იაკობს, იაკობმა კი - თორმეტ მამამთავარს.
თავი ჱ̂. ჰურიათა აღდგომისათჳს სტეფანეს ზედა და ქვითა განტჳნვისა მისისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და მოსცა მას შჯული წინა-დაცუეთისაჲ, და მან შვა ისაკი, და წინა-დასცჳთა მას მერვესა დღესა, და ისაკმან — იაკობსა და იაკობმან — ათორმეტსა მათ მამათმთავართა (7,8).:

თარგმანი: ძუელთა მათ მისცა წინადაცუეთაჲ სახედ ახალთა ამათ ნათლისღებისა, ხოლო წინადაცუეთაჲ იგი ასოთა მათ შვილთ-მოქმედთაჲ ამას გუასწავებს, ვითარმედ პირველთა მათ მამათა ურჩებისა ბაძვაჲ მოკუეთილმცა არს ყოველთაგან საღმრთოდ მოქალაქეთა, რამეთუ თჳთ მას აბრაჰამს ამისთჳს ებრძანა წინადაცუეთად, რაჲთა მოიკუეთოს ბილწი იგი ქალდეველთა ჩუეულებაჲ ქორწინებისაჲ, რომელნი დედისა და დისა მიმართ ბილწებით შევლენ. აწ უკუე, ვითარ-იგი ისაკს რვა დღისასა წინა-დაეცჳთა, ეგრეთვე ჰურიანი მერვესა დღესა წინა-დაიცუეთენ და ვითარ-იგი ისმაელს ათცამეტისა წლისასა წინა-დაეცჳთა, ეგრეთვე არაბთათჳს იტყჳს იოსიპპოს, ვითარმედ მეათცამეტესა წელსა წინა-დაიცუეთენ; რამეთუ თითოეული თჳსსა მამასა ჰბაძავს, ჰურიანი — ისაკს, ხოლო არაბნი — ისმაელს, რაჲთა ამით საცნაურ იყვნენ შვილ მათდა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის