თარგმანი: არა თუ მას ეგლოვდეს, არამედ თავთა თჳსთა სტიროდეს, რამეთუ დაკლებულ იქმნნეს წყაროჲსაგან სულთა სარგებელისა სწავლათა და მოძღურებათა მისთაჲსა. ვინაჲთგან ესე არს ჭეშმარიტი გლოვაჲ, რაჲთა არა ჴორცთა, არამედ სულიერსა ზღვევასა ზედა ვჰგოდებდეთ თავთა ჩუენთა.
მოციქულთა საქმეები 8:2
1. ხოლო სავლე იწონებდა მის მოკვლას. იყო იმ დღეს იერუსალიმის ეკლესიის დიდი დევნა და ყველანი, მოციქულების გარდა, იუდეისა და სამარიის სხვადასხვა მხარეს მიმოიფანტნენ.2. ღვთისმოშიშმა კაცებმა დაკრძალეს სტეფანე და გულმდუღარედ დაიტირეს იგი.3. სავლე კი არბევდა ეკლესიას, იჭრებოდა სახლებში, ძალით გამოჰყავდა კაცები და ქალები და საპყრობილეში ჰყრიდა მათ.
მოციქულთა საქმეები თავი 8