მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 8:3

2. ღვთისმოშიშმა კაცებმა დაკრძალეს სტეფანე და გულმდუღარედ დაიტირეს იგი.3. სავლე კი არბევდა ეკლესიას, იჭრებოდა სახლებში, ძალით გამოჰყავდა კაცები და ქალები და საპყრობილეში ჰყრიდა მათ.4. ხოლო მიმოფანტულნი დადიოდნენ და ახარებდნენ სიტყვას.
მოციქულთა საქმეები თავი 8
3. სავლე კი არბევდა ეკლესიას, იჭრებოდა სახლებში, ძალით გამოჰყავდა კაცები და ქალები და საპყრობილეში ჰყრიდა მათ.
თავი თ̂. დევნულებისათჳს ეძლესიათაჲსა და ფილიპესთჳს მოციქულისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო სავლე ფრიად მავნებელ იყო ეკლესიათა მიმართ. სახლებსა შევიდოდა და ითრევდა მამებსა და დედებსა და მისცემდა საპყრობილედ. და რომელნი-იგი მიმოდაიბნინეს, ვიდოდეს და ახარებდეს სიტყუასა მას ცხოვრებისასა (8,3-4).:

თარგმანი: ვითარცა მოშურნე შჯულისა დაჴსნისაჲ, კადნიერ იქმნა სიკუდილსა მას ზედა სტეფანესსა და მიმორბიოდა, რაჲთა, სადაცა ვინ პოვნეს ქრისტეანეთაგანნი, გინებით და თრევით მიიყვანნეს იგინი საპყრობილედ. არამედ ეგრეთცა ქადაგნი საღმრთონი მიმო-განბნეულებასა შინა თჳსსა კადნიერებით ქადაგებდეს ქრისტესა ღმერთსა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის