თარგმანი: იხილე, ვითარ ანგელოსნი დაღაცათუ არა თავით თჳსით უქადაგებენ კაცთა, არამედ ქადაგთა მიუვლინებენ, ვითარცა ყოვლით კერძო წადიერნი ცხორებად ჩუენდა. ხოლო დაღაცათუ ვიეთნიმე შჳდთა დიაკონთაგანად იტყჳან ამას ფილიპეს, არამედ მე უფროჲსღა ათორმეტთაგანად ვიტყჳ, რამეთუ იერუსალმით წარივლინა, სადა-იგი ათორმეტნი იყვნეს, და რამეთუ ამისსა ნათლის-ცემასა მყის შეუდგა გარდამოსლვაჲ სულისაჲ, რომელი-ესე ათორმეტთა თჳს-ეყვის. გარნა შენ ისწავე შეუორგულებელი მორჩილებაჲ სახისა ამისგან, ვითარ არღარას გამოიკითხავს ფილიპე, თუ: რაჲსათჳს წარმავლინებ; არამედ მყის შეუორგულებელად ისმენს სიტყუასა ანგელოზისასა, და წარჰვლის გზასა უდაბნოჲსასა, მიმყვანებელსა ღაზად, რომელი არს ქალაქი შესწავებული ქალაქთა შორის ფინიკიისათა, რომლისათჳს ზღაპრობენ, ვითარმედ დიოჲს მიერ აღიშენა და ამისთჳს ეწოდა ღაზა, რამო მუნ დაუტევნა დიო საჴმარნი თჳსნი, ხოლო საჴმართა სახელი სპარსთა ენითა ღაზა უწოდიან. ესე ქალაქი ღაზაჲ ეველთაჲ იყო და წილ-ხუდა ტომსა იუდაჲსსა. ხოლო მათ ვერ გამოიღეს, ვერცა მოსრნეს მას შინა მყოფნი ნათესავნი, არამედ უკუანაჲსკნელ კაბადუკიელთა მუნ შთასრულთა მოსრნეს და დაიპყრეს ქალქი...
მოციქულთა საქმეები 8:26
25. ხოლო მას შემდეგ, რაც იმოწმეს და იქადაგეს უფლის სიტყვა, იერუსალიმს გამობრუნდნენ და სამარიელთა მრავალ სოფელში ახარებდნენ.26. უფლის ანგელოზმა უთხრა ფილიპეს: წადი და სამხრეთით დაუყევი უდაბურ გზას, იერუსალიმიდან რომ ეშვება ღაზისაკენ.27. ისიც ადგა და წავიდა. და, აჰა, ერთი ეთიოპიელი კაცი, საჭურისი, ეთიოპიის დედოფლის, კანდიდეს დიდებული და მთელი მისი საუნჯის მცველი, თაყვანისცემად რომ მისულიყო იერუსალიმს,
მოციქულთა საქმეები თავი 8