მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 8:35

34. მიუგო საჭურისმა და უთხრა ფილიპეს: გემუდარები, ვისზე ამბობს წინასწარმეტყველი ამას, თავის თავზე თუ სხვაზე?35. ფილიპემ გახსნა ბაგენი და, ამ წერილიდან მოყოლებული, ახარებდა მას იესოს.36. ამასობაში მგზავრები წყალს მიადგნენ და საჭურისმა თქვა: აჰა, წყალი, რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?
მოციქულთა საქმეები თავი 8
35. ფილიპემ გახსნა ბაგენი და, ამ წერილიდან მოყოლებული, ახარებდა მას იესოს.
თავი ი̂ბ. საჭურისისა მისთჳს, რომელსა ნათელ-სცა ფილიპე ანგელოზისა მიერ მივლინებულმან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მიუგო საჭურისმან მან და ჰრქუა ფილიპეს: გევედრები შენ, ვისთჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი ამას, — თავისა თჳსისათჳს, ანუ სხჳსა ვისთჳსმე. აღაღო პირი თჳსი ფილიპე და იწყო თხრობად მისსა და ხარებად წიგნთაგან იესუჲსთჳს (8,34-35).:

თარგმანი: შემდგომად ეტლთა ზესა აღსლვისა და მის თანა დაჯდომისა ვედრებით და მოქენედ ჰკითხავს ვითარცა მეცნიერი, ვითარმედ: არა ყოვლადვე ერთ-სახე არს სიტყუაჲ წინაჲსწარმეტყუელთაჲ, არამედ ოდესმე თავთა თჳსთათჳს და ოდესმე სხუათათჳს მეტყუელებენ. ხოლო ფილიპე ზემო-წერილისა მის სიტყჳსა განმარტებითა ყოველივე მიუთხრა ძალი ქრისტეს განგებულებისაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის