თარგმანი: შემდგომად ეტლთა ზესა აღსლვისა და მის თანა დაჯდომისა ვედრებით და მოქენედ ჰკითხავს ვითარცა მეცნიერი, ვითარმედ: არა ყოვლადვე ერთ-სახე არს სიტყუაჲ წინაჲსწარმეტყუელთაჲ, არამედ ოდესმე თავთა თჳსთათჳს და ოდესმე სხუათათჳს მეტყუელებენ. ხოლო ფილიპე ზემო-წერილისა მის სიტყჳსა განმარტებითა ყოველივე მიუთხრა ძალი ქრისტეს განგებულებისაჲ.
მოციქულთა საქმეები 8:34
33. მისი სიმდაბლის გამო წაერთვა სამართალი, და მის გვარტომს ვინ განგვიმარტავს? რადგანაც მიწიდან აღიხოცა სიცოცხლე მისი“.34. მიუგო საჭურისმა და უთხრა ფილიპეს: გემუდარები, ვისზე ამბობს წინასწარმეტყველი ამას, თავის თავზე თუ სხვაზე?35. ფილიპემ გახსნა ბაგენი და, ამ წერილიდან მოყოლებული, ახარებდა მას იესოს.
მოციქულთა საქმეები თავი 8