თარგმანი: იხილე, ვითარ ყოველსა ადგილსა ხილულსა წყლითა ნათლის-ღებასა შეუდგს მოფენაჲ უხილავისა მის სულისა წმიდისა მადლისაჲ, რაჲთა არცა ერთმან ვინ უგულებელს ყოს თანა-წარუვალად საჭიროდ საჴმარებაჲ მისი. და ესე მრავალთა ადგილთა აღმოიკითხო წიგნსა ამას შინა მოციქულთა საქმისასა, ვითარ პირველი არს ნათლის-დებაჲ წყლითა და ამას შეუდგების მოღებაჲ სულისა წმიდისაჲ, ვითარ-ესე აწ საჭურისმან ერთითა მით სწავლითა ფილიპესითა იხილა რაჲ წყალი, მყის სურვილით ჴმა-ყო: აჰა წყალი! და შემდგომად კითხვისა — უკუეთუ ჰრწამს —კუალად ჴმა-ყო: მრწამს, რამეთუ ძე ღმრთისაჲ არს იესუ ქრისტე. ესე ყოველი შემოკრებითთა მათ ესაიაჲს სიტყუათა თარგმანებითა ასწავა მას ფილიპე, რაჲთა არა ლიტონად კაცად, არამედ ღმრთად ჭეშმარიტად და ძედ ღმრთისად აღიაროს ქრისტე, ვინაჲცა მყის ბრძანა დაყენებაჲ ეტლთაჲ, და ნათლის-ღებასა მისსა შეუდგა ესე.
მოციქულთა საქმეები 8:38
37. ფილიპემ უთხრა: თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება. მან კი მიუგო: მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა.38. და ბრძანა გაეჩერებინათ ეტლი: ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპეც და საჭურისიც, და მონათლა იგი.39. წყლიდან ამოვიდნენ თუ არა, ფილიპე წარიტაცა უფლის სულმა, ასე რომ, საჭურისმა ვეღარ იხილა იგი და გახარებული გაუდგა თავის გზას.
მოციქულთა საქმეები თავი 8