მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 8:39

38. და ბრძანა გაეჩერებინათ ეტლი: ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპეც და საჭურისიც, და მონათლა იგი.39. წყლიდან ამოვიდნენ თუ არა, ფილიპე წარიტაცა უფლის სულმა, ასე რომ, საჭურისმა ვეღარ იხილა იგი და გახარებული გაუდგა თავის გზას.40. ფილიპე კი აზოტეში აღმოჩნდა; მიდიოდა და ახარებდა ყველა ქალაქს, ვიდრე მივიდოდა კესარიაში.
მოციქულთა საქმეები თავი 8
39. წყლიდან ამოვიდნენ თუ არა, ფილიპე წარიტაცა უფლის სულმა, ასე რომ, საჭურისმა ვეღარ იხილა იგი და გახარებული გაუდგა თავის გზას.
თავი ი̂ბ. საჭურისისა მისთჳს, რომელსა ნათელ-სცა ფილიპე ანგელოზისა მიერ მივლინებულმან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარცა აღმოჴდეს წყლით, სული წმიდაჲ მოვიდა საჭურისსა მას ზედა და სულმან უფლისამან წარიტაცა ფილიპე და მერმე არღარა იხილა იგი საჭურისმან მან, და ვიდოდა გზასა თჳსსა სიხარულით (8,39).:

თარგმანი: სიმდიდრისაებრ სარწმუნოებისა მისისასა მყის აღივსო სულითა წმიდითა საჭურისი იგი, ხოლო ფილიპე ამისთჳს აღიტაცა, რამეთუ აიძულებდა მას მის თანა წარყოლად საჭურისი იგი, და მწუხარე იქმნებოდა, უკუეთუმცა არა მიყოლილ იყო. ამისთჳს ზოგად ფილიპესცა ნუგემინის-ეცა, რამეთუ მსგავსად ელიაჲსსა და ამბაკომისსა ღირს იქმნა აღტაცებასა, და კუალად საჭურისმანცა ცნა, ვითარმედ არა ლიტონთა რათმე კაცთაგანი იყო, რომელმან-იგი მას ნათელ-სცა, ამისთჳს სიხარულით ვიდოდა გზათა საღმრთოთა, რამეთუ თქუმულ არს მისთჳს, ვითარმედ ქადაგა ქრისტე არაბიას ევდემონისასა და პროვანის, დიდსა მას ჭალაკსა ჰინდოეთისა ზღჳსასა სადა-იგი იწამა და დაეფლა. ხოლო შენ იხილე, რამეთუ პირველად გჳჴმს, რაჲთა მორჩილებითა საღმრთოჲსა ბრძანებისაჲთა მკჳრცხლ დავშურეთ სრბასა შინა საღმრთოჲსა ქადაგებისასა და ესრეთღა ღირს ვიქმნნეთ აღტაცებად სულისა მიერ უმაღლესთა ხედვათა მიმართ, რამეთუ საქმე ხედვისა წინამძღუარ არს, ვითარ-ესე აწ ფილიპე სრულ ყო რაჲ საქმით სიტყუაჲ იგი, ანგელოზისა მიერ ბრძანებული, შრომით და სლვით უშრომელსა მიემთხჳა აღტაცებასა სულისა მიერ უფლისა, რამეთუ ანგელოზისა ხილვაჲ უზრქელესთაჲ-რე არს და...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის