მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 8:40

39. წყლიდან ამოვიდნენ თუ არა, ფილიპე წარიტაცა უფლის სულმა, ასე რომ, საჭურისმა ვეღარ იხილა იგი და გახარებული გაუდგა თავის გზას.40. ფილიპე კი აზოტეში აღმოჩნდა; მიდიოდა და ახარებდა ყველა ქალაქს, ვიდრე მივიდოდა კესარიაში.
მოციქულთა საქმეები თავი 8
40. ფილიპე კი აზოტეში აღმოჩნდა; მიდიოდა და ახარებდა ყველა ქალაქს, ვიდრე მივიდოდა კესარიაში.
თავი ი̂ბ. საჭურისისა მისთჳს, რომელსა ნათელ-სცა ფილიპე ანგელოზისა მიერ მივლინებულმან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ფილიპე იპოვა აზოტით კერძო. მიმოვიდოდა და ახარებდა ყოველსა მას ქალაქებსა, ვიდრე მოსლვადმდე მისსა კესარიად (8,40).:

თარგმანი: საცნაურ იყავნ, ვითარმედ აზოტსა ასდოდ ეწოდების წერილთა მიერ, ხოლო არს იგი ერთი შესწავებული ქალაქი პალესტინისაჲ, რომელი წილ-ხუდა ტომსა იუდაჲსსა, არამედ ვერ გამოიპყრეს იგი, ვერცა მოსწყჳდნეს მას შინა მკჳდრნი იაკიმელნი, და ესე არს ერთი ხუთ ქალაქთა მათგანი, რომელნი იყვნეს სამთავრო უცხო-თესლთა მთავრობისა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის