თარგმანი: ამისთჳს სამეოცდაათთა მოწაფეთაგანსა ანანიას და არა ათორმეტთაგანსა ვისმე უბრძანა ღმერთმან, რამეთუ არა ჴორცთა და სისხლთაგან ენება სწავლაჲ პავლესი, არამედ მხოლოდ ნათლის-ცემისა ოდენ მოქენე ჰყოფდა ანანიაჲსგან და ამისსა შემდგომად თჳთ ქრისტე უხილავად მის შორის დამკჳდრებითა ღმრთივსწავლულ ჰყოფდა მას. ხოლო შეუსწავებელობაჲ ანანიაჲსი ცხად არს სიტყუათა მათგან მოშიშებისა მიერ აღსავსეთა.
მოციქულთა საქმეები 9:10
9. სამი დღე ვერას ხედავდა; არც ჭამდა და არც სვამდა.10. ხოლო დამასკოში იყო ერთი მოწაფე, სახელად ანანია, რომელსაც ჩვენებით უთხრა უფალმა: ანანია! და მან მიუგო: აქ ვარ, უფალო!11. უთხრა მას უფალმა: ადექი და მიდი ქუჩაზე, რომელსაც ჰქვია „სწორი“, და იუდას სახლში იკითხე ტარსოსელი კაცი, სახელად სავლე; აი, იქ ლოცულობს იგი.
მოციქულთა საქმეები თავი 9