თარგმანი: ამისთჳს სამეოცდაათთა მოწაფეთაგანსა ანანიას და არა ათორმეტთაგანსა ვისმე უბრძანა ღმერთმან, რამეთუ არა ჴორცთა და სისხლთაგან ენება სწავლაჲ პავლესი, არამედ მხოლოდ ნათლის-ცემისა ოდენ მოქენე ჰყოფდა ანანიაჲსგან და ამისსა შემდგომად თჳთ ქრისტე უხილავად მის შორის დამკჳდრებითა ღმრთივსწავლულ ჰყოფდა მას. ხოლო შეუსწავებელობაჲ ანანიაჲსი ცხად არს სიტყუათა მათგან მოშიშებისა მიერ აღსავსეთა.
10. ხოლო დამასკოში იყო ერთი მოწაფე, სახელად ანანია, რომელსაც ჩვენებით უთხრა უფალმა: ანანია! და მან მიუგო: აქ ვარ, უფალო!11. უთხრა მას უფალმა: ადექი და მიდი ქუჩაზე, რომელსაც ჰქვია „სწორი“, და იუდას სახლში იკითხე ტარსოსელი კაცი, სახელად სავლე; აი, იქ ლოცულობს იგი.12. ხოლო სავლემ ჩვენებით იხილა კაცი, სახელად ანანია, რომელიც მივიდა და ხელი დაადო, რათა კვლავ ახელოდა თვალი.
მოციქულთა საქმეები თავი 9