მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 9:2

1. ხოლო სავლე, რომელიც კვლავ მძვინვარებდა და სიკვდილს უქადდა უფლის მოწაფეთ, მღვდელმთავართან მივიდა2. და გამოსთხოვა ეპისტოლენი დამასკოს სინაგოგებისადმი, რათა თუ ამ მოძღვრების მიმდევარს ჰპოვებდა ვინმეს, კაცსა თუ ქალს, შებორკილი მიეყვანა იერუსალიმს.3. გზად მიმავალი რომ მიუახლოვდა დამასკოს, ანაზდეულად ნათელმა მოიცვა ზეცით.
მოციქულთა საქმეები თავი 9
2. და გამოსთხოვა ეპისტოლენი დამასკოს სინაგოგებისადმი, რათა თუ ამ მოძღვრების მიმდევარს ჰპოვებდა ვინმეს, კაცსა თუ ქალს, შებორკილი მიეყვანა იერუსალიმს.
თავი ი̂გ. პავლეს დაბრმობისა და კუალად ნათლისღების მიერ განათლებისათჳს.
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო სავლე უფროჲს განრისხნებოდა და სავსე იყო გულისწყრომითა და კლვითა მოწაფეთა მათ ზედა უფლისათა. მოუჴდა მღდელთმოძღუარსა მას და ითხოვა მისგან წიგნები დამასკოდ სხუათა მიმართ კრებულთა, რაჲთა მივიდეს და თუ ვინმე პოვნეს ამის მოძღურებისა გზასა, მამები ანუ დედები, კრულნი მოიყვანნეს იერუსალემდ (9,1-2).:

თარგმანი: ყოვლად მსგავს იყო სავლე ფიცარსა გარე-მორტყმულსა ქსელითა დედა-ზარდლისაჲთა, რომელი პოვა მეუფემან და განჰყარა ყოველი უშუერებაჲ აჩრდილთაჲ და ბრწყინვალედ გამოსახა მას ზედა ხატი საუფლოჲ, ფერ-შუენიერი წამალთა მიერ საღმრთოჲსა სულისათა, უწოდა მას პავლე და დადვა იგი თეატრონსა შინა ამის სოფლისასა, სახილველ ყოფად ანგელოზთა და კაცთა, რაჲთა იყოს ძუელი მაგალით მხედველთა, ღირსად კმა-ყოფილ მისაბაძვებელად, რაოდენიცა ვის უნდეს განბრწყინვებაჲ თავისა თჳსისაჲ, რამეთუ მის შორის დაუკლებელად იპოების ყოველი სახე უნაკლულოთა სათნოებათა ხატისაჲ. ესე იხილედ და ჰრცხუენოდენ მათ, რომელნი ბედსა და ვარსკულავთა მიაჩემებენ საქმეთა კაცობრივისა თჳთმფლობელობისათა, რამეთუ აჰა მდევარი ქადაგ დევნულისა იქმნების და კეთილითა შეცვალებითა შეიცვალების. ესე იხილედ ყოველთა შეცოდებულთა და ნუვინ წარიკუეთნ სასოებასა მოქცევისა და საღმრთოდ წარმართებისასა, რამეთუ ყოველივე ჩუენსა ნებასა შეუდგს. ვითარითაცა გუენებოს შეცვალებითა შეცვალებაჲ — კეთილისა გინა ბოროტისა მიმართ. ხოლო ესეცა ცხად არს, ვითარმედ არა სწორ იყო შური სავლესი და სხუათა ჰურიათაჲ, რამეთუ იგინი დიდებისათჳს კაცობრივისა,...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის